სოფელ ზემო ლისზე ფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა დაიწყო

“Middle Seas Capital” -ის კიდევ ერთი ინვესტიცია საქართველოში. სოფელ ზემო ლისზე შპს „გეოორგანიკს“-მა ქართული ფარმაცევტული კომპანიის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოება იქნება.  როგორც „გეოორგანიკსში“ აცხადებენ, ქარხნის მშენებლობა სოფელ ზემო ლისზე ე.წ. “D” კატეგორიის “სუფთა საწარმოო ზონაში, GMP-ის სტანდარტების შესაბამისად გადაწყდა. მათივე ინფორმაციით,  საერთაშორისო სტანდარტების ფარმაცევტული ქარხანა მაღალტექნოლოგიური დანადგარებით სრულად აღიჭურვება.

“Middle Seas Capital”-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საწარმო ბიოლოგიურად აქტიურ დანამატების და  კოსმეტიკური პროდუქციის გამოშვებას გეგმავს. გარდა ამისა, მომავალში, საწარმოს ბაზაზე, ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაც აშენდება, სადაც, წარმოების ყველა ეტაპზე, პროდუქციის ხარისხის  შემოწმდება.

საწარმოში, საწყის ეტაპზე, 10 ადამიანი დასაქმდება, რომელთაც შესაბამის ტრენინგებს უცხოელი სპეციალისტები ჩაუტარებენ. საწარმოს განვითარების შემდეგ, კი სამუშაო ადგილების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.