უჩა მამაცაშვილმა მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცა

კომპანია “Middle Seas Capital”-ის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა  უჩა მამაცაშვილმა თბილისში მცხოვრები მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები  შეიძინა. ნობათი მოხუცებს კომპანიის თანამშრომლებმა  დაურიგეს. 

 „კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, აუცილებელია იმ ადამიანების დახმარება, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.  ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ყველა კომპანიამ გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გვერდში დაუდგეს ხელისუფლებას. ჩვენ დღეს შევიძინეთ საკვები პროდუქტები  და პირველადი მოხმარების ნივთები, რომლებიც  მარტოხელა მოხუცებს გადავეცით,“- აცხადებს უჩა მამაცაშვილი.

საინვესტიციო კომპანია “Middle Seas Capital”-ის დამფუძნებლის დაბიზნესმენის თქმით, იგი მომავალშიც გეგმავს დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც  ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო დახმარება სჭირდებათ.