Skip to content

ჩვენ შესახებ

ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის მიერ დაფუძნებული სააქციო საზოგადოება ,,მიდლ სის კაპიტალი” ქართულ საინვესტიციო ბაზარზე 2017 წლიდან არსებობს. კომპანია მაღალტექნოლოგიური და ნოვატორული პროექტების განხორციელებას ანიჭებს უპირატესობას და ინვესტიციების ჩადებით ხელს უწყობს ბიზნესის სხვადასხვა სექტორის განვითარებას.

კომპანიის წარმატებას ჩვენი გუნდი განაპირობებს, რომლის მუშაობაც ისეთ პრინციპებსა და ფასეულობებს ეფუძნება, როგორებიცაა: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა. ,,მიდლ სის კაპიტალის” ეს მიდგომა კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული პროექტების მაგალითზეც ჩანს – შპს „გეო ორგანიკს“, შპს „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთს“, შპს “გ-აგრო” და შპს “მელიქიშვილი ინნ” წარმატებით ვითარდებიან და თავიანთ სფეროებში წამყვან ადგილებს იკავებენ.

,,მიდლ სის კაპიტალ” განაგრძობს განვითარებას და ადგილობრივ ბაზარზე პოზიციების გამყარებას.

ხედვა

,,მიდლ სის კაპიტალი” ქართულ საინვესტიციო ბაზარზე ახალგაზრდა, წარმატებული კომპანიაა. ახალ და საინტერესო პროექტებში ინვესტირებით, ჩვენ ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს და ვაძლევთ პარტნიორებს ნოვატორული იდეების განვითარების შესაძლებლობას, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაძლიერებთ ქართულ ეკონომიკას.

მიუხედავად იმისა, რომ ,,მიდლ სის კაპიტალი” საქართველოზეა ორიენტირებული, ჩვენ საერთაშორისო პროექტებითაც ვინტერესდებით.

უჩა მამაცაშვილი

საინვესტიციო კომპანია ,,მიდლ სის კაპიტალის” დამფუძნებელი 

უჩა მამაცაშვილი საინვესტიციო კომპანია ,,მიდლ სის კაპიტალის” დამფუძნებელია. მას საინვესტიციო და ბიზნეს საქმიანობაში 27-წლიანი გამოცდილება აქვს. საინვესტიციო საქმიანობა მან 1993 წელს „ბანკ როსიისკი კრედიტში“ დაიწყო და საინვესტიციო მიმართულებით წამყვანი პოზიციები ეკავა. 1996-2002 წლებში იგი „მეტალოინვესტის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე იყო, ხოლო 

2006-2012 წლებში კი, ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი – „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია „Middle Seas Capital“-ი.

 უჩა მამაცაშვილი სპეციალობით ეკონომისტია. მას განათლება რუსეთის სატრანსპორტო უნივერსიტეტსა და პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

დავით ბოლოთაური

დირექტორი

დავით ბოლოთაური კომპანია ,,მიდლ სის კაპიტალს” 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. 

ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში მას მუშაობის 36-წლიანი გამოცდილება აქვს. 

1984 წლიდან დავით ბოლოთაური სხვადასხვა ბანკში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. 1996-2017 წლებში „საქართველოს ბანკის“

2006-2012 წლებში კი ერთ-ერთ უმსხვილეს აგროსამრეწველო ჰოლდინგს – „სტოილენსკაია ნივას“ ხელმძღვანელობდა.

2013 წელს უჩა მამაცაშვილი  „საპარტნიორო ფონდის“, 2016 წელს კი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე იყო. 2017 წელს მან დააფუძნა საინვესტიციო კომპანია ,,მიდლ სის კაპიტალი”.

უჩა მამაცაშვილი სპეციალობით ეკონომისტია. მას განათლება რუსეთის სატრანსპორტო უნივერსიტეტსა და პლეხანოვის სახელობის რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში აქვს მიღებული.

ქვემო ქართლის რეგიონული მენეჯერი იყო. დავით ბოლოთაური თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

ჩვენი გუნდი

 კომპანიის წარმატებას ჩვენი გუნდი განაპირობებს, რომლის მუშაობაც ისეთ პრინციპებსა და ფასეულობებს ეფუძნება, როგორებიცაა: პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა.

თეონა ნიბლაძე

ფინანსური მენეჯერი

თეონა ნიბლაძე კომპანია „მიდლ სის კაპიტალის“ გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა. მას ფინანსურ სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლიდან, იგი, შპს „გეო ორგანიკსში“, „მიდლ სის კაპიტალის“ ერთ-ერთ წარმატებით განხორციელებულ პროექტში, ფინანსური მენეჯერის პოზიციას იკავებდა. „მიდლ სის კაპიტალში“ მოსვლამდე, თეონა ნიბლაძე სხვადასხვა კომპანიაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების მაგისტრია.

ნანა ლარცულიანი

მთავარი იურისტი

ნანა ლარცულიანი „მიდლ სის კაპიტალის“ მთავარი იურისტის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს. მანამდე ის „მიდლ სის კაპიტალის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტის - შპს „გეო ორგანიკსის“ იურისტი იყო. ნანა ლარცულიანს აქვს ბიზნეს და საინვესტიციო კომპანიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრია. ასევე, არის ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

ნინო თაბუკაშვილი

იურისტი

ნინო თაბუკაშვილმა „მიდლ სის კაპიტალში“ მუშაობა 2018 წელს ოფის მენეჯერის პოზიციაზე დაიწყო, ორწლიანი მუშაობის შემდეგ კი, კომპანიაში იურისტის პოზიცია დაიკავა. 2014-2016 წლებში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA-ს სემინარებისა და კონფერენციების აპარატის წევრი იყო. ნინო თაბუკაშვილი ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ასევე, არის ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში.

ნათია ხუციშვილი

ადმინისტრაციული ოფიცერი

ნათია ხუციშვილი „მიდლ სის კაპიტალს“ 2017 წელს შემოუერთდა და ადმინისტრაციული ოფიცრის პოზიციას იკავებს. მას ფონდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; მუშაობდა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა“ და „საპარტნიორო ფონდში“. იყო აღმასრულებელი დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თანაშემწე. ნათია ხუციშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბანკო და საფინანსო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

სოფიო თაბუკაშვილი

ოფის მენეჯერი

სოფიო თაბუკაშვილი „მიდლ სის კაპიტალის“ გუნდის ახალი წევრია, იგი კომპანიას 2020 წელს შემოუერთდა. აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თარგმანისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების, თარგმანმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. სოფიო თაბუკაშვილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ბაკალავრია.

ნათია მჭედლიშვილი

ბუღალტერი

ნათია მჭედლიშვილი „მიდლ სის კაპიტალის“ გუნდს 2019 წლიდან შემოუერთდა და კომპანიაში ბუღალტრის პოზიციას იკავებს. მანამდე იგი, საბუღალტრო საქმიანობას, შპს „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსში“ ეწეოდა. ნათია მჭედლიშვილი საბანკო სფეროში მუშაობდა და რამდენიმე ბანკის უნივერსალური ბანკირი იყო. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრია.