სოციალური პასუხისმგებლობა:

 ჩვენ, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვზრუნავთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „Middle Seas Capital“-ისა და მისი დამფუძნებლის, უჩა მამაცაშვილისთვის, პრიორიტეტულია განათლების ხელშეწყობა. მიზანდასახულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს დავუფინანსებთ განათლებას და ხელს შევუწყობთ დასაქმებაში. როგორც პასუხისმგებლიან კომპანიას, გაცნობიერებული გვაქვს განათლებული და კვალიფიციური კადრების როლი ბიზნესში და ქვეყნის შემდგომ განვითარებაში.

 შიდა კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში „Middle Seas Capital“-ი თანამშრომლებს უზრუნველყოფს:

  • შრომითი უსაფრთხოებით
  • სამედიცინო დაზღვევით
  • სტაბილური შრომითი ანაზღაურებით
  • კვალიფიკაციის ამაღლებით
  • კარიერული ზრდის თანაბარი შესაძლებლობებით
 

 მიგვაჩნია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ისეთი ფასეულობების დანერგვა, როგორებიცაა ხარისხზე ორიენტირებულობა და განვითარებაზე ზრუნვა, ჩვენი კომპანიის წინსვლას შეუწყობს ხელს.