შპს ,,მელიქიშვილი ინნ"

შპს მელიქიშვილი ინნახორციელებს ახალი სასტუმროს პროექტს. კონცეპტუალური სასტუმრო, თბილისის ცენტრში, ქალაქის ერთ-ერთ საინტერესო ტურისტულ ნაწილში, მელიქიშვილის 5 ნომერში მდებარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 10 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც აერთიანებს 116 ნომერს  სხვადასხვა ტიპის დამსვენებლებისთვის.  საპროექტო შენობის I სართულზე დაგეგმილია მთავარი რესტორნისა და ღვინის ბარის განთავსება,  ხოლო ბოლო სართულზე ტერასული ტიპის რესტორნის მოწყობა, რომლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პანორამული ხედები თბილისის ცენტრზე. ასევე, სასტუმრო აერთიანებს საკონფერენციო და ღვინის სადეგუსტაციო დარბაზებს, სპა ცენტრსა და პარკინგს.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს სამშენებლო კომპანია „ანაგი“. პროექტის მთავარი არქიტექტორია ლაშა ცინცაძე, ხოლო ინტერიერის დიზაინზე მუშაობს ესმა ხეცურიანი, რაც პროექტს კიდევ უფრო გამორჩეულს და უნიკალურს ხდის.

სასტუმროს გახსნა იგეგმება 2023 წლის გაზაფხულზე.  კომპანიის პრიორიტეტია ახალი სასტუმრო ყველა სტუმრისთვის იქცეს დავუწყარ მოგონებად თავისი გამორჩეული კონცეფციითა და მომსახურებით. 

თბილისი, ქ.წამებულის/ბოჭორმის ქ. #50/18
(ბიზნეს ცენტრი GRG, მე-10 სართული , “გ” ბლოკი)

ყველა უფლება დაცულია. 2020