კომპანია „Middle Seas Capital”-მა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა. პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, კომპანიის თანამშრომლებმა ვეტერანებს სასაჩუქრე ნობათები მიუტანეს და ამასთან ერთად, ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვაუჩერებიც გადასცეს.
„მადლობას გიხდით სიმამაცისთვის და იმ თავდადებისთვის, რამაც თავისუფლება მოგვიტანა. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“- განაცხადა „Middle Seas Capital“-ის დამფუძნებელმა, უჩა მამაცაშვილმა.
მისივე თქმით, „Middle Seas Capital”-ი Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში, ცდილობს მაქსიმალურად გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და შესაძლებლობების ფარგლებში, დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც დღეს თანადგომა სჭირდება.
















Previous
Next