Skip to content

ეკონომიკის რომელი სფერო აინტერესებთ ინვესტორებს?

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ინვესტიციები გაორმაგებულია – სულ, 347.0 მლნ აშშ დოლარი, რაც 102.9 პროცენტით მეტია 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 267.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგებიდან თითქმის ყოველი მეორე დოლარი ბიზნესში დააბრუნეს. სტატისტიკა ამ კუთხით მზარდია, კერძოდ, რეინვესტირების დინამიკა ასეთია: 2015 წელს – 9.1% 2016 წელს – 18.8% 2017 წელს – 31.4% 2018 წელს – 34.6% 2019 წელს – 48.3% სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2019 წლის წინასწარი მონაცემებით, 48.7 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყნის ნომერ პირველი ინვესტორი გაერთიანებული სამეფოა -19.5 პროცენტით, მეორეზე ადგილზე თურქეთია, 18.7 პროცენტით, ხოლო მესამეზე – ირლანდია, 10.5 პროცენტით. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 261.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20.6 პროცენტია. მეორე ადგილზეა  ენერგეტიკის სექტორი, 193.9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – სასტუმროებისა და რესტორნების  სექტორი, 157.5 მლნ აშშ დოლარით. ინვესტიციები შემცირდა – უძრავ ქონებაში (-125%), ტრანსპორტში (65%).

საინვესტიციო გარემო საქართველოში

საინვესტიციო გარემო საქართველოში საქართველოს მსგავსი პატარა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები,...

მეტის წაკითხვა

ეკონომიკის რომელი სფერო აინტერესებთ ინვესტორებს?

ეკონომიკის რომელი სფერო აინტერესებთ ინვესტორებს? საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა, „საქსტატის“...

მეტის წაკითხვა

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა იზრდება

საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა იზრდება 2019 წელს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 108.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა,...

მეტის წაკითხვა