საქართველოში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა იზრდება

2019 წელს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 108.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც, 2018 წელთან შედარებით  21.9 მილიარდი ლარით მეტია. „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, განსაკუთრებული ზრდა,  – 31.4 მილიარდი ლარი, გასული წლის IV კვარტალში დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 პროცენტით  მეტია. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2019 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 13.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15.7 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 52.7 პროცენტი  მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.0 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 27.3 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე პროდუქციის გამოშვების 36.2 პროცენტი, საშუალოზე – 27.3 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 36.5 პროცენტი მოდის. საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს მსხვილი ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ: მსხვილ ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 36.2 პროცენტია,  საშუალოში – 21.7 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი – მცირე ბიზნესშია დასაქმებული.  საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირად ნაწილდება: ⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 365.9 ლარი, ⦁ საშუალო ბიზნესი – 1 603.3 ლარი, ⦁ მცირე ბიზნესი – 1 325.7 ლარი.

2019 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 38.4 პროცენტი  ვაჭრობის დარგზე მოდის. მეორე ადგილზე, 24.7 პროცენტიანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენებაა. შემდეგ  დამამუშავებელი მრეწველობა დგას – 9.3 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 8.2 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5.7 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 3.1 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 10.6 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება :

ბიზნეს სექტორის მთლიან ბრუნვაში თბილისი – 76.9 %-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა   აჭარა – 6.6 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 2.8 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთშია.

საინვესტიციო გარემო საქართველოში

საქართველოს მსგავსი პატარა, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მით უფრო, როდესაც...

მეტის წაკითხვა

ეკონომიკის რომელი სფერო აინტერესებთ ინვესტორებს?

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურ ჭრილში უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა, „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მეოთხე...

მეტის წაკითხვა