პროექტები:

„Middle Seas Capital“-ი ახორციელებს ინვესტიციებს იმ ნოვატორულ და გრძელვადიან პროექტებში, რომლებსაც აქვთ ქართული ეკონომიკის გაძლიერების პოტენციალი. ჩვენ მიერ შესრულებული პროექტებია:- შპს „Geo Organics“-ი და „Georgian Retail Investments“-ი. ორივე პროექტი ყოველწლიურად წარმატებით ვითარდება და თავიანთ სფეროებში წამყვან ადგილს იკავებს.

შპს „Geo Organics“

შპს „Geo Organics“-ი 2017 წელს დაფუძნდა და მისი საქმიანობის მიმართულებები ფარმაცევტული და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებაა. საწარმო, რომელიც სოფელ ზემო ლისზე მდებარეობს, GMP-ს საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით აშენდა. „Geo Organics“-ი საქართველოში ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებსა და კოსმეტიკას უშვებს. წარმოების ყველა ეტაპზე კომპანიის პროდუქცია ხარისხის უმაღლეს კონტროლს გადის. გარდა ამისა, „Geo Organics“-ის ბაზაზე დაგეგმილია ლაბორატორიის აშენება, სადაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალების დამზადება იქნება შესაძლებელი.

შპს „Georgian Retail Investments“

შპს „Georgian Retail Investments“-ი საქართველოში იტალიური ყავის ბრენდის, „illy Caffé “-ს ოფიციალური წარმომადგენელია. „Georgian Retail Investments“-ი 2017 წელს დაარსდა. დღეისთვის კომპანია თბილისში „illy Caffé Georgia“-ს ორ ობიექტს ფლობს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისსა“ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უახლოეს მომავალში კი, კაფეების ქსელის გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

შპს „Georgian Retail Investments“

შპს „Georgian Retail Investments“-ი საქართველოში იტალიური ყავის ბრენდის, „illy Caffé “-ს ოფიციალური წარმომადგენელია. „Georgian Retail Investments“-ი 2017 წელს დაარსდა. დღეისთვის კომპანია თბილისში „illy Caffé Georgia“-ს ორ ობიექტს ფლობს, თავისუფლების მოედანზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისსა“ და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. უახლოეს მომავალში კი, კაფეების ქსელის გაფართოება და ახალი ობიექტების გახსნა იგეგმება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში.